⭕ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე დაბაში მიმდინარე ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის, ტაბიძის და თამარ მეფის ქუჩების რეაბილიტაცია.
აღნიშნული პროექტით დაგეგმილია გზის რეაბილიტაცია და ასევე სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა , რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 600 000 ლარს.
სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.


