ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ასპინძის სასპორტო გაერთიანების ინიციატივით ასპინძის ფეხბურთის სექციის სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ფორმები გადაეცათ

მოზარდ ფეხბურთელებს ფორმები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და ა(ა)იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანების დირექტორმა ლევან მაზმიშვილმა გადასცეს და მათ წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ სპორტული ფორმებით უზრუნველყოფა ყოველწლიურად ხორციელდება ა(ა)იპ ასპინძის სასპორტო გაერთიანების სხვადასხვა სექციის მოზარდი სპორტმენებისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება