fbpx

ასე თუ ისე, ვემზადებოდით იმისთვის, რაც ახლა ხდება, სანქციებისა და შეზღუდვების პოლიტიკის თვალსაზრისით – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ემზადებოდა მიმდინარე სიტუაციისთვის და აანალიზებდა რისკებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველა, თქვენც ხვდებით, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და ასე თუ ისე, ვემზადებოდით იმისთვის, რაც ახლა ხდება სანქციებისა და შეზღუდვების პოლიტიკის თვალსაზრისით“ , – განაცხადა პუტინმა.

მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახლა, რაც უკრაინაში ხდება, იძულებითი ზომაა.

მისი თქმით, რუსეთს არავითარი შანსი არ დაუტოვეს სხვაგვარად მოქცეულიყო.

დღესვე პუტინმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა არ უნდა გაიყვანონ ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, მაგრამ შეზღუდვები იქნება.

მისი თქმით, რუსეთი რჩება მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად, “რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილად რჩება, არ აპირებს ზიანის მიყენებას სისტემისთვის, რომლის ნაწილიც არის”.

„მეჩვენება და ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და არ უნდა დაისახონ ამოცანად ჩვენი გაყვანა ამ სისტემიდან. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური მოსაზრებებითაც ეს შეზღუდვები მაინც იქნება“, – განაცხადა პუტინმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება