fbpx

არ აინტერესებთ, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს და შეასრულებს თუ არა ამ 12 პუნქტს, არამედ აინტერესებთ ერთადერთი რამ – დაბალი ბარიერი

ყველა პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული თარიღი – როდის უნდა ინიცირდეს შესაბამისი კანონპროექტი, როდის უნდა მივიღოთ. ამიტომ, გრაფიკი საკმაოდ მკაცრად არის გაწერილი და ფორმატებიც განსაზღვრულია. ფორმატი გულისხმობს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით შინაარსობრივ დისკუსიას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით და მცდელობას, გამოიძებნოს საერთო გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2%-იანი ბარიერი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ითხოვს რეკომენდაციების სიაში ჩაწერილი არ არის.

„პრინციპში, 2%-იანი ბარიერი არის მეცამეტე პუნქტი, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ამ 12 პუნქტს უმატებს და ფაქტობრივად წინაპირობად აყენებს, რომ ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს. რაც, თავის მხრივ, სამწუხაროა, ვინაიდან აჩვენებს, რომ სინამდვილეში მათ ის კი არ აინტერესებთ, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს და შეასრულებს თუ არა ამ 12 პუნქტს, არამედ აინტერესებთ ერთადერთი რამ – დაბალი ბარიერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება