fbpx

არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, ერთით ერთია-ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. მან უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად.

„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია. მივიდეთ არჩევნებამდე და ვნახოთ, როგორ იქნება მოსახლეობის განწყობა. საკუთარ თავზე ლაპარაკი ზოგადად მაინცდამაინც კარგი არ არის, თუმცა პოლიტიკოსები დიდი თავმდაბლობით არ გამოირჩევიან. შეგიძლიათ, თავად გადაავლოთ თვალი იმ სავარაუდო კანდიდატებს, ვინ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ვფიქრობ, ელემენტარული აღნიშვნებით კომპეტენციის, გამოცდილებისა და სხვა იმ კრიტერიუმებით, რაც სჭირდება ამ თანამდებობას, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვინ შეიძლება, იყოს საუკეთესო კანდიდატი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ ამ პოსტზე ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, ბურჯანაძე ამბობს, რომ ბოკერიასთან დაკავშირებითაც თავადაც იმავე აზრზეა.

„არაფერს ვუპასუხებდი, რადგან ვფიქრობ, ჯერჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი ადრეა. არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთით ერთია. არ არის პრობლემა, ჩვენი ამოცანა არ არის ერთმანეთისთვის პრემიერ-მინისტრობაზე მხარის დაჭერა, ჩვენი ამოცანა უპირველეს ყოვლისა ახლა არის ის, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ოპოზიციური მაგიდის ირგვლივ მყოფ ყველა პარტიასთან, მათ შორის „ევროპულ საქართველოსთანაც“. ასე რომ, ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობისთვის არ ვიჩხუბებთ, გარწმუნებთ“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

გაუზიარე!

Shares