fbpx

არავისთან არ მომივიდა არანაირი შელაპარაკება, ჩემს თანამშრომლებს მოუვიდათ და გარედან ვუყურებდი აივნიდან-გია სურამელაშვილი


სურამელაშვილი და მისი მეგობრები ამბობენ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ შელაპარაკებას, თუმცა დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.

“არავისთან არ მომივიდა არანაირი შელაპარაკება, ჩემს თანამშრომლებს მოუვიდათ და გარედან ვუყურებდი მე, აივნიდან. მერე გავაჩერე პატრული სახლში რომ მივდიოდი და გადავეცი, რატომ მოხდა-მეთქი ეს. ჩემი მეგობრები და ჩემი ახლობლემი, ჩემი მძღოლები და ჩემი დაცვა და მენეჯერები რატომ გააჩერეთ-მეთქი”, – ამბობს სურამელაშვილი.

წვეულების ერთ-ერთი მონაწილე სოსო კავკავაშვილი კი იხსენებს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა იყო თუ არა მათ შორის გია სურამელაშილი, მისთვის უცნობია.

შსს-ში სურამელაშვილის დაკავების ფაქტს უარყოფენ და არც რესტორანში მომხდარ ინცინდენტზე აქვთ ინფორმაცია

გაუზიარე!

Shares