fbpx

არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა და არც ისეთი სენატორების ამერიკა, რომლებიც “ფრონტერას” თემას ვითომ ნეიტრალურად აფასებენ-რომან კაკულია

ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ამერიკელი სენატორები არაინფორმირებულ დასკვნას აკეთებენ.

“ფრონტერამ” წააგო არბიტრაჟი და ყველა ის შეფასება, რომელიც მასთან დაკავშირებით კეთდებოდა, არ არის სწორი, იმიტომ, რომ მე ვიცნობ ამ კომპანიის საქმიანობას წლების განმავლობაში. ძალიან ბევრი ნეგატიური კონტექსტი შეიძლება იყოს მასთან დაკავშირებული და ეს არბიტრაჟში წაგებითაც დადასტურდა. მათი ლობისტობა არ არის ინფორმირებული ხალხის ლობისტობა და მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

ასეთი ტენდენციური შეფასებები, როგორც ჩანს გაგრძელდება, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სხვადასხვა ფაქტების შეფასებები, ამიტომ სიღრმისეული ანალიზი სჭირდება ამ ყველაფერს. ძალიან სიღრმისეულ პოლიტიკურ პროცესებთან გვაქვს ჩვენ საქმე, აქ ლაპარაკი იმაზე კი აღარ არის, რომ ვიღაც უკეთესად მუშაობს და ვიღაც ნაკლებ ეფექტურია. უბრალოდ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც აქ ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან მათი ინტერესების გამტარებელი, ყოველგვარი კონტექსტებისა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე. ჩვენ არც კუბილიუსის მსგავსი ევროპა გვინდა, სიმართლე რომ გითხრათ და არც ისეთი სენატორების ამერიკა, რომლებიც “ფრონტერას” თემას ასე ვითომ ნეიტრალურად აფასებენ. საზოგადოებამ თუ არ დასვა დიაგნოზი საბოლოო ჯამში, ძალიან გვიანაა სამწუხაროდ, იმდენად ღრმადაა ეს ყველაფერი შესული”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებეთ, მორიგი მწვავე პოლიტიკური გზავნილი წამოვიდა აშშ-დან, სადაც  საქართველოს მმართველი გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე მძაფრი და კონკრეტული ბრალდებები გაჟღერდა. 

გაუზიარე!

Shares