fbpx

არახამია არაკაცია!

არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას გუშინ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი.

„ეს კაცი [არახამია] ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“,- აცხადებს კობახიძე.

ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ მას უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ „არახამია არაკაცია“.

„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“, – დასძინა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება