არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას- ცსკ

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას, მიუხედავადიმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა ამომრჩეველთაგენდერული აქტივობის მონაცემებში  შეუსაბამობის ერთეული შემთხვევებისმიზეზი და მიუთითა, რომ ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არშეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნისგამოტანის ობიექტური საფუძველი.საგულისხმოა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ერთის მხრივ ენდობა ცესკოსპირველად მონაცემებს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე,ხოლო მეორეს მხრივ უნდობლობას უცხადებს ცესკოს მიერ დაფიქსირებულარჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებს, თან იმ ფონზე, როდესაც მათივეგანცხადებით, ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგებიშესაბამისობაშია ცესკოს  შედეგებთან. აღსანიშნავია, რომ ამ შედეგების დღემდეარგასაჯაროების დასაბუთებას „სამართლიანი არჩევნები“  ბუნდოვანი დადამაჯერებლობას მოკლებული არგუმენტებით ცდილობს.ორგანიზაციისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რეგისტრატორი კომისიის წევრებისმიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არაარჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედმოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანიყუთის ანალოგიური მონაცემებით. ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიანმხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლებისგამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან. შესაბამისად,უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორემონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლაგენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას. აღნიშნულიმონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირიკავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია.მონაცემებში, რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოსგან მიიღო, იყოადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი, რაც საარჩევნოადმინისტრაციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყებამ, თავადვე დაადასტურა.კერძოდ, 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილრაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა  გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლისაღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. „სამართლიანი არჩევნების“მცდელობა, განაზოგადოს 11 უბანზე დაშვებული უზუსტობები და ეს „მნიშვნელოვან შეუსაბამობად“ მონათლოს, მით უფრო, წარმოაჩინოს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ ფაქტად, უბრალოდ არასერიოზულია. მაშინ, როდესაც 2020-ში მათივე პარალელური დათვლის
შედეგების აცდენას რეალურ შედეგებთან, სამართლიანმა არჩევნებმა „უმნიშვნელო უზუსტობა“  უწოდა. ნიშანდობლივია, რომ თავიდან „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას არწმუნებდა,  რომ მსგავსი უზუსტობები ფიქსირდებოდა 23 საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც დადასტურდა რომ არც ეს შეესაბამება სიმართლეს, ნაცვლად საკუთარი შეცდომის აღიარებისა, ორგანიზაცია გადაერთო ზოგადად კაცების
მაღალი აქტივობის ანომალიურობის დამტკიცების ვერსიებზე და შესაბამისი სპეკულაციური აღქმების შექმნის მცდელობებზე. დასასრულს, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა ზუსტი აქტივობა ასახულია იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელიც დგება საარჩევნო უბნებზე და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საბოლოო აქტივობა, რომელიც ფიქსირდება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში. გენდერული
სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან. მოყვანილი ფაქტები ცნობილია ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის,
მათთვისაც, რომელთა ინტერესს, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ფაქტების მიწოდების ნაცვლად ინფორმაციით მანიპულირება წარმოადგენს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება