fbpx

არანაირი რევოლუცია არ იქნება. იქნება მხოლოდ ოპოზიციის მარგინალიზაცია – დავით ზურაბიშვილი

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი, ყოფილი „რესპუბლიკელი“ დავით ზურაბიშვილი დიდ შეცდომას უწოდებს ოპოზიციის გადაწყვეტილებას უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე. ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში წერს:

„არშესვლა [პარლამენტში] უბრალო შეცდომა არაა.

ესაა ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება პოლიტიკურმა ოპოზიციამ დაუშვას. ამის იქით უკვე დანაშაული მოდის.

ოპოზიცია ფაქტობრივად ითხოვს ჯერ ბიძინამ თავისი ხელისუფლებით დაახვიოს და მერე ჩატარდეს არჩევნებიო.

ცესკოს და კომისიების გამოცვლის და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა ამას ნიშნავს, სხვას არაფერს.

ესაა რევოლუციური სცენარი. უფრო ზუსტად, ფსევდორევოლუციური, რადგან არანაირი რევოლუცია არ იქნება. იქნება მხოლოდ ამომრჩევლის ნიჰილიზმი და ოპოზიციის მარგინალიზაცია“.

გაუზიარე!

Shares