fbpx

არაა სუზარ სუბარი მთლად უნამუსო. ხანდახან სიშტერით მოსდის ეგეთები-ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მთლად მასე ნუ გაკიცხავთ. არაა სუზარ სობარი მთლად ეგეთი უნამუსო. ხანდახან სიშტერით მოსდის ეგეთები.

2010 წელია, ფრანგული ანგარიშიდან 10 000 ევრომდე მომპარეს ერთი თვის განმავლობაში. ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან იქ ეგ ბანკის პრობლემაა და დაზღვევა გინაზღაურებს. ბანკმა გამოძიება ჩაატარა და დაადგინა რომ ფულს აფრიკაში მიხსნიდნენ. ქვეყანა ზუსტად აღარ მახსოვს.

ბოლოს მეც დავინტერესდი და გამახსენდა, რომ ორი თვით ადრე მაგ შტერმა აფრიკიდან დამირეკა, რაღაც კონფერენციაზე იყო, პარიზში ჩამოგივლი აქედან, მაგრამ ბილეთის ფული არ მაქვსო. ჩემი ბარათით ბილეთი ვუყიდე და რეგისტრაციაზე კონტროლის მიზნით ბარათი რომ მოსთხოვეს ბარათის მონაცემები, მისი ხელით დაწერილი, იქვე მაგიდაზე დარჩა. აფრიკაში ფულის შოვნის ეგეთ საშუალებას ვინ გაუშვებდა ხელიდან…

ასე რომ ნუ გაბრაზდები, შტერია ეგ ბიჭი. თან ფულის შოვნის უკეთესი საშუალება აქვს დღეს.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares