fbpx

ანდრია ჯაღმაიძე მთავარი არხის სიუჟეტზე – განვმარტავ -ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში

დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად მთავარი არხისგან, “რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „მთავარი“ არხის სიუჟეტთან დაკავშირებით. ანდრია ჯაღმაიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში, დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. მისივე თქმით, საეკლესიო ტრადიციით, ეკლესიაში მისულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა. „დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად მთავარი არხისგან, “რომ სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა” განვმარტავ კიდევ ერთხელ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში. დღეს კი მომლოცველები არიან ჩამოსული ბელორუსიიდან რომელთაც ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში. საეკლესიო ტრადიციით ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა. სვეტიცხოველში არ შეშვება კი სავარაუდოდ სიუჟეტის სიმძაფრისთვის დამატებული ეფექტია. ლინკს პირველ კომენტარში დავდებ. გთხოვთ კომენტარები კორექტულობის ზღვარს ნუ გასცდება“ – წერს ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება