ანდრია გვიდიანი: სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გმობენ იმას, რომ ოპოზიცია არ მუშაობს სამუშაო ჯგუფებში, არ არის ჩართული 12 პუნქტის შესრულების პროცესში


სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ გმობენ იმას, რომ ოპოზიცია არ მუშაობს სამუშაო ჯგუფებში, არ არის ჩართული 12 პუნქტის შესრულების პროცესში, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მოწოდებები მოწოდებებად რჩება. სადღაც მშრალ მოწოდებას რომ გააკეთებ, ეს არ არის მოწოდება. ჩვენ არ გვინახავს, რომ რომელიმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შეეკრიბა სრულად ოპოზიცია და მკაფიოდ და მკვეთრად ეთქვა, რომ ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში. არც ერთხელ დაუგმიათ ის ბოიკოტი, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ 12 პუნქტს გამოუცხადა. არც ერთხელ დაუგმიათ ის, რომ ისინი სამუშაო პროცესში არ ერთვებიან. მკაფიო და მკვეთრი განცხადებები ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ არ არსებობს.

როდესაც ერთ მხარეს აკრიტიკებ და ამუნათებ და მოთხოვნადი პოზიციიდან ელაპარაკები ხელისუფლებას და მეორე მხარეს გყავს ოპოზიცია, რომელსაც საერთოდ არაფერს ეუბნები დესტრუქციაზე, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება