fbpx

ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელსაც ვერავინ წაშლის, როგორც ისტორიულ მოვლენას. ის არის სტაბილურობისა და ჩვენი სახელმწიფო სისტემის მდგრადობის გარანტი


ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელსაც ვერავინ ვერ წაშლის, როგორც ისტორიულ მოვლენას. ის არის ავტორი სტაბილურობისა და ჩვენი სახელმწიფო სისტემის მდგრადობის გარანტი, – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„პიროვნებამ, რომელმაც ინიციატივა აიღო და საქართველოს ძალადობრივი რეჟიმი მოაშორა, საქართველოში დემოკრატიული პრინციპები დანერგა და არის ავტორი დღევანდელი პოლიტიკური ელიტის – აი, ის ახალგაზრდები, რომლებიც გამოიზარდნენ, სახელმწიფო მოღვაწეებად ჩამოყალიბდნენ, დღეს ისინი სახელმწიფოს მართავენ. დღეს ჩვენ როგორ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილი, როგორც ისტორიული მოვლენა ამოვშალოთ?! ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, – განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელსაც ვერავინ ვერ წაშლის. ის არის ავტორი სტაბილურობისა და სახელმწიფო სისტემის მდგრადობის გარანტი.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის დღევანდელი სისტემისა და სახელისუფლებო პოლიტიკური ელიტის ავტორია, სურთ, რომ მოშორდეს. მოშორების საშუალებაც ხომ პრაქტიკაში არ არსებობს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მთვარეზე გადასახლდა. წარმოვიდგინოთ, აღარ არის, სხვაგანაა და არ აქვს კონტაქტი საქართველოსთან. რა უნდათ მაშინ? – უკრაინელები იტყვიან, აუ, რა კარგია, ჩვენ გავიმარჯვეთ. რადიკალები, ეს მე-5 კოლონა გამოვა და იტყის, გვეშველა! საქართველო გაბრწყინდა და ასე შემდეგ. ეს ხომ არ იქნება! ეს იმიტომ უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელსაც ვერავინ ვერ წაშლის, როგორც ისტორიულ მოვლენას. ის არის ავტორი სტაბილურობისა და ჩვენი სახელმწიფო სისტემის მდგრადობის გარანტი. ებრძვიან ამ გარანტს, რადგან თუ მოშალეს ეს მომენტი, უნდა შესუსტდეს სახელმწიფო, ტურბულენტობაში უნდა მოექცეს ხელისუფლება და შემდგომ რევოლუციური სცენარის განხორციელება ძველი მეთოდებით, რასაც დასავლეთი თუ ჩვენი მოწინააღმდეგეები იყენებდნენ, გაუადვილდებათ“, – განაცხადა მამალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება