fbpx

ანდრია გვიდიანი: უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი და საქართველოში მოქმედი ოპოზიცია, ეს არის ერთი გუნდი


უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი და საქართველოში მოქმედი ოპოზიცია, ეს არის ერთი გუნდი, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ქართველი წევრები პირდაპირ არიან უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე და დემონსტრაციულად, უკრაინის ხელისუფლებას წარმოადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათი ინტერესი არის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენს ეს მოვისმინეთ უკრაინის ოფიციალური პირებისგან. მათი ინტერესი არის, რომ საქართველოში ომი დაიწყოს, მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ იხოცებოდნენ და არაფერი დაშავდებოდა, თუ ქართველებიც დაიხოცებოდნენ“, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

მისი თქმით, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა, უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღესვე დაიწყეს საქართველოში ურთიერთობების გაფუჭება.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უნარი იმისა, რომ მიუხედავად უკრაინელი მაღალჩინოსნების შეცდომებისა, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად გადარჩეს“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება