fbpx

ანგელა მერკელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ „ძლიერი საერთაშორისო პასუხი“ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის პრეს-სპიკერმა შტეფან ზიბერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, მერკელმა აღნიშნული განცხადება „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შორის გამართული ვიდეო კონფერენციის დროს გააკეთა.

„კანცლერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ძლიერი და კოორდინირებული საერთაშორისო პასუხითაა შესაძლებელი. მან სრული მხარდაჭერა გამოხატა ჯანმო-სა და სხვა პარტნიორების მიმართ,“- განაცხადა ზიბერტმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ტრამპის განცხადებით, მან განკარგულება გასცა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”.

გაუზიარე!

Shares