fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება


დღეს, შეხვედრები მლაშისა და ზარზმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა, სადაც მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები.
სოფელი მლაშე -შიდა საუბნო გზის მოწყობა რკინა ბეტონის საფარით;
სოფელი ფლატე- სასაფლაოს მიმართულებით გზის მოხრეშვა და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო იარაღების შესანახი შენობის მოწყობა;
სოფელი არზნე- სოფელში არსებული ორი სასაფლაოს ტერიტორიის შეღობვა და ერთ-ერთ უბანში გზის სავალ ნაწილზე გაბიონის მოწყობა;
სოფელი ზარზმა-გარე განათების ქსელის მოწყობა
სოფელი უტყისუბანი-სასმელი წყლის ქსელის მოწყობა არსებული მილებით;
საპროექტო წინადადებების განხილვას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მღებრიშვილი, საკრებულოსა და სამცხის მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 20 სოფელში უკვე გაიმართა, ხოლო დარჩენილ ადმინისტრაციულ ერთეულებში 15 თებერვლის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება