fbpx

ადიგენის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ფრენბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა

ადიგენის სპორტულ დარბაზში, მუნიციპალიტეტის პირველობაზე, ფრენბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეჯიბრში, მონაწილეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის ფრენბურთის მოყვარულთა გუნდები იღებდნენ. ✅თამაში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. დაძაბული და საინტერესო თამაშის შედეგად ფინალში ორი გუნდი გადავიდა, ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი-უდის მეორე გუნდი II ადგილი-მოხის გუნდი 🏆🏆🏆გამარჯვებულ გუნდებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადასცა. ტურნირს ორგანიზება მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. სპორტული ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება