fbpx

ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველ მოადგილესთან არსენ ბალახაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ჩორჩანის, ბოლაჯურისა და ფხეროს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. ღია შეხვედრაზე ადიგენის მერმა ადგილობრივებს წლის ანგარიში წარუდგინა, გაეცნო საჭიროებებს და მათთან ერთად დაგეგმა მომავალ წელს შესასრულებელი სამუშაოები. ასევე გადასცა ბროშურები, სადაც მერის 2023 წლის ანგარიშია წარმოდგენილი. დღესვე, ადგილობრივებმა თავიანთი მოთხოვნები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს. მათი მხრიდან ძირითად პრიორიტეტებად ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, გაზიფიცირების საკითხი, დასასვენებელი სკვერისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მუნიციპალიტეტის კიდევ 40 სოფელში, დაბა ადიგენსა და დაბა აბასთუმანში ეტაპობრივად გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება