fbpx

ჯუანშერ ბურჭულაძემ მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

ჯუანშერ ბურჭულაძემ მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული
სამუშაოები მოინახულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის
ძალების მეთაურთან, აღმოსავლეთის სარდალთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან
ერთად გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის ტერიტორია დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და
ახალი ყაზარმის მშენებლობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. მე-11
ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა
სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო ახალი
სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი
პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის
მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული
ინფრასტრუქტურის სრული განახლება. აღნიშნული პროცესი გრძელდება და დაახლოებით
250-მდე ობიექტი აშენდა, გარემონტდა და მოწესრიგდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია