fbpx

გიორგი გახარია ბოროტად სარგებლობს პირველი პრეზიდენტის სახელით, რათა, საარჩევნოდ, მოსახლეობის გული მოიგოს-გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, გიორგი გახარია ბოროტად სარგებლობს პირველის პრეზიდენტის სახელით, რათა, საარჩევნოდ, მოსახლეობის გული მოიგოს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, მან ისარგებლა ზვიად გამსახურდიას სახელით – ამაზე აქტიურად იმუშავა. მისი მხრიდან, ეს იყო თაღლითობა, სიმართლესთან შეუსაბამობა. დღევანდელი გადმოსახედიდან, გიორგი გახარია აბსოლუტურად აცდენილია არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ, ზოგადად, პატრიოტულ და ეროვნულ იდეებს“, – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

მას, მაგალითისთვის, ხობის მუნიციპალიტეტი მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, პარტიის ხობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გახარიას ჰყავს თემურ გერგაია, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა.

გიორგი გამსახურდია ამბობს, რომ გახარიას პარტია სავსეა გერგიას მსგავსი ადამიანებით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება