fbpx

ხაზს ვუსვამ ყველა ტელევიზიაში რომ ის ტრამვა ლექსოს სიკვდილს ვერ გამოიწვევდა-ალექსანდრე გეჯაძე

“ექსპერტიზაში დასმულია ძირითადი საკითხი: კერძოდ, რა გახდა ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები აღენიშნებოდა მას, ამ დაზიანებებს შეეძლო თუ არა ხელი შეეწყო პირდაპირ, ან უშუალოდ, ან არაპირდაპირაც დამდგარი შედეგისთვის თუ არანაირ კონტაქტში ეს დაზიანებები დამდგარ შედეგთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში არ იმყოფებიან” – აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში „ტვ პირველის“ დაკვეთით არის ჩართული.

ექსპერტის განცხადებით, გვამის ვიზუალური გამოკვლევით, არანაირი ჰემორაგია არ იყო თავის ტვინში იმ ფორმის, რომ მას შეეძლო გამოეწვია დამდგარი შედეგი.

“აქედან გამომდინარე, ამას ხაზს ვუსვამ ყველა ტელევიზიაში, ეს ტრამვა, იგულისხმება თვალბუდის კედლების ფრაგმენტული მოტეხილობა სისხლჩაქცევით, შესაბამის სინუსებში, სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. რაც შეეხება მეორე ექსპერტიზას, რაც გაჟღერებული იქნა ქიმიური დასკვნის თვალთახედვით შსს სამინისტროს მიერ,  სხეულში გამოვლინდა ხუთიოდე ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერებები. შესაბამისად, იმის გამო, რომ ცალსახად ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა და ასეთ გაურკვეველ ვითარებაში დილის საათებში გარდაცვლილი ინახა ოპერატორი, ასეთ შემთხვევაში მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე, ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ პირველ რიგში ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში.

ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა. რამეთუ ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ ვისაუბრებ. როდესაც სრულად და ბოლომდე მივიღებთ შედეგებს, ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ გამოცდილ, ცნობილ და ავტორიტეტულ ვიწრო პროფილის კლინიცისტებს. კერძოდ, ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებაში გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია.

ზოგჯერ ხდება ჩემს მიერ მიცემული ინტერვიუების, რბილად რომ ვთქვათ არასრულფასოვანი ინტერპრეტაცია. რითია განპირობებული, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია არცერთი ტელეარხისთვის, არცერთი მასმედიისთვის, არცერთი ჟურნალისტისთვის, ამას ცალსახად ვადასტურებ და ვამბობ, არ მითქვამს, რომ ამ ტრამვას შეეძლო გამოეწვია ჟურნალისტის, ბატონი ლექსოს გარდაცვალება. ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ საკითხი რთულად შესასაწავლია, მოითხოვს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ჩართულობას და ამ ეტაპზე რაიმე მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია” – განაცახადა ალექსანდრე გეჯაძემ ტვ “იმედთან”.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.  ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება