fbpx

წყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდება

პროექტის თანახმად, სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება, ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები, დამატებით დაირგვება მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა, სადაც რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ვაკის მაჟორიტარ დეპუტატებთან ნოდარ ტურძელაძესთან და გიორგი მუსხელიშვილთან ერთად გაეცნო. ისინი პროექტის დეტალებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრნენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია