fbpx

წარმოიდგინეთ, რა მაგარი კანდიდატები არიან და რა მაგარი პარტიაა, რომ მელიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი. მელია, რომ ვიღაცას აჯობებს, ისინი რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ

,,მელია, რომ ვიღაცას ჯობს, ისინი რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე ჟურნალისტების შეკითხვას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის, ნიკანორ მელიას მაღალი რეიტინგი აქვს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სასაცილო მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობა და წარმოუდგენელია, თუ როგორ აპირებენ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას.

,,წარმოიდგინეთ, რა მაგარი კანდიდატები არიან სხვები და რა მაგარი პარტიაა, რომ მელიას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი, მათ შორის. ანუ, შიდა პარტიული ფსიქოლოგია წარმოგიდგენიათ? ჯერ პროფესიონალიზმზე და ბევრი რამის დონეზე, რომ ვილაპარაკოთ და შევაფასოთ, ვინ არიან კანდიდატები, მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე და ამათში, თურმე ვიღაცას, მაინც მელია ჯობს. მელია, რომ ვიღაცას აჯობებს, ისინი რა დღეში არიან, ხომ წარმოგიდგენიათ და მხარს რომ უჭერენ, ისინი კიდევ რა დღეში არიან შიდა პარტიულ წარმომადგენლობაში. წარმოუდგენელი ამბავია და სასაცილო მდგომარეობაა ნაცმოძრაობის ირგვლივ შექმნილი და აქედან, როგორ გამოვლენ, მე ძალიან არ ვინერვიულებ ამ თემაზე,’’ – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება