„ონლაინ საარჩევნო კამპანიის სივრცის დაცვა: რეგულირების მიღმა არსებული მიდგომები“ – იყოეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერორგანიზებული სამუშაო შეხვედრის განხილვისმთავარი თემა, რომელშიც ცენტრალური საარჩევნოკომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგიკალანდარიშვილი და ამავე უწყების საერთაშორისოურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილებისუფროსი თამარ კაპანაძე იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველისესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციისწინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობისდაცვის მიმართულებით სახელმწიფოებისმზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარებისმნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კიუშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიისწარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსებისგამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნებისდელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციებისწარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა დასამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსსაშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვანთემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაცშესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალისაფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციისწინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებშიმიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნოადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
“საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელდაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა,უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევედაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაცსაქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციადეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებითიყენებს, არის მეტნაკლებად ერთგვაროვანი, რაცთავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნოადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი დაგადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობსსაარჩევნო გარემოს დაცვასა დაამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციისმიწოდებას“, -განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოსთავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრაალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიისრესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობისორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულსაერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსმუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებშიმხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხებიგანიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვასაერთაშორისო პროექტში საარჩევნოადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობისშესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაშისაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანიდესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლისგანყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს, გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი დათამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოსდემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანისუფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევითიღებდნენ მონაწილეობას.