fbpx

ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც უკვე მესამედ იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.

„მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა რიგით მეექვსე ყრილობა და ჩვენ ერთხმად, ერთსულოვნად ავირჩიეთ ბატონი ირაკლი ამ თანამდებობაზე. „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც უკვე მესამედ იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად, მესამედ გამოგვიცხადა მოსახლეობამ ნდობა საპარლამენტო არჩევნებში და ამ ნდობას ყველა ერთად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია