fbpx

ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხით-დავით ბახტაძე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა. დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ ისაუბრა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, პროექტების განხორციელება მიმდინარეობს. თათბირზე, მუნიციპალიტეტის მერმა, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების მიმდინარეობაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმამადგენლებს მაქსიმალური კონტროლი დაავალა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან კონკრეტული დეტალები განიხილა. ,,ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხით, რისთვისაც ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს” – აღნიშნა მერმა მშენებლებთან საუბრისას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება