fbpx

“ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა” – ლევან იოსელიანის შვილი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა

პოლიტიკოს, ლევან იოსელიანის შვილი, კონსტანტინე იოსელიანი, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, სწავლას კი ერთ-ერთ მათგანში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანულ-ქართული აკადემია ავრცელებს. შვილის წარმატებაზე, პოლიტიკოსი, ლევან იოსელიანი წერს:

“იმ რამდენიმე ათასი აბიტურიენტის მსგავსად, ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა.

კოტე სექტემბრიდან სწავლას ესპანეთში IE University-ში გააგრძელებს. ვულოცავ მას და ყველა ახალბედა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას. ყველას წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებ.

და აუცილებლად მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი შვილის პირველ დამოუკიდებელ მიღწევაში”, – წერს იოსელიანი.

ცნობისთვის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლე კონსტანტინე იოსელიანი ესპანეთში, IE University-ში, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაფინანსებით დაიწყებს სწავლას. კონსტანტინე ევროპისა და აშშ-ის სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაირიცხა, Მათ შორის: Purdue university, USA Saint Louis University, Spain Franklin and Marshall College, USA“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება