fbpx

ვაკვირდები სრულიად ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, არანარი ჩქამი, არანაირი შარიშური, დუმან და არ იმჩნევენ-ზურა დათუაშვილი

ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს-

არა მგონია, ვინმეს ახსნა სჭირდებოდეს, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეუძლებელია, ეს არ გაუხარდეს ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ადგილს დასავლურ სივრცეში ხედავს და არა პუტინის ჩამპალ-აშმორებულ ევრაზიულ კავშირში.

ინფორმაციის გავრცელების მერე ვაკვირდები სრულიად ოპოზიციური სპექტრის რეაქციას. არანარი ჩქამი, არანაირი შარიშური. მხოლოდ სამარისებური სიჩუმე. დუმან და არ იმჩნევენ.

რატომ, დალოცვილებო, რატომ? მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენთვის მიუღებელ ხელისუფლებაზე პოზიტიური არაფერი თქვათ?

ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, საქართველო რჩება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება