fbpx

ჩემი განცხადება იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ წკავწკავებს-თეა წულუკიანი გვარამიას

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუნიანი აცხადებს, რომ მის მიერ “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებამ შედეგი უკვე გამოიღო.

წულუკიანის განცხადებით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო.

წულუკიანი ამბობს, რომ გვარამია ცდილობს, საზოგადოება უცნაურ პირობებში აცხოვროს.

“ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა – ეს იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს.

~მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიაჩნია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადა. ის ამით ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მისი ნომერი კიდევ ერთხელ გაასაჯაროვა და თქვა, რომ მოქალაქეებს ახალ უკვე პარლამენტარის რანგში უპასუხებს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია