fbpx



შეიქმნა “დინამო” სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდი , ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში-დავით თაქთაქიშვილი

დავით თაქთაქიშვილი ,,დინამო,,სოხუმის მწვრთნელი-შეიქმნა “დინამო” სოხუმის ქალთა საფეხბურთო გუნდი , ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში !!! ის მიხარია რომ გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი , უარი თქვეს ჩვენზე ბევრად გამოცდილ გუნდებში თამაშზე და მოვიდნენ “დინამო” სოხუმში , ერთად შევძელით შეგვეკრა გუნდი რომელიც იბრძოლებს საქართველოს ჩემპიონობისთვის !!!

ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთის ევროასპარეზზე გავიდეს ქართული საფეხბურთო კლუბი “დინამო” სოხუმი და დააფიქსიროს ჩვენი ქვყნისთის უმნიშვნელოვანესი მესიჯი- აფხაზეთი არის საქართველო !!! სოხუმი არის საქართველო !!!

მადლობა იმ მაგარ გოგონებს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და 95 წლის ისტორიის მქონე საფეხბურთო კლუბში მოვიდა ,შემოუერთდა იმ დიდ ოჯახს რასაც “დინამო” სოხუმი ქვია .

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს ვინც ამ საქმეში გვერდით გვიდგას და სამომავლოდ დაგვიდგება, რადგან ეს არის ეროვნული საქმე !!! მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ რუსლან აბაშიძეს, ქალთა ფეხბურთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს ქალბატონ ნინო სორდიას.

დამიჯერეთ ადვილი საქმე არ არის ერთ კვირაში გააკეთო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდი და მიიყვანო კლუბში ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნული ნაკრების წევრები არიან , ფეხბურთელები რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ !!!

დიახ, ჩვენ გავხდებით ჩემპიონები და ეს გოგოები შევლენ ისტორიაში როგორც პირველი გოგონათა გუნდი აფხაზეთის რეგიონიდან !!! გუნდი, რომელიც ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე და ააფრიალებს საქართველოს დროშას, სოხუმის სახელის ქვეშ !!!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია