საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ჯოანა ბარტონს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის
ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხებში.
აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.