fbpx

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ბავშვი და
გარემოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
კარგარეთელმა და ორგანიზაციის თავჯდომარე ნინო იაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის დანერგვა,
კერძოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის ან
ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა და სოციალური ინტეგრაციის
ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სამსახურის (შემდგომში „ცენტრი“) შექმნა.

დავით კარგარეთელის თქმით, მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც აქტიურადაა
ჩართული ბავშვთა ყოველდღიური პირობების გაუმჯობესების პროცესში, აღნიშნულ
ინიციატივაში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.
მემორანდუმით გათვალისწინებული ამოცანების ერთობლივად შესრულება
მუნიციპალიტეტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო მეტად გახდეს მომავალ თაობაზე
ორიენტირებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება