fbpx

Გაათავისუფლეთ გურჯაანი სონღულაშვილ.-ლიპარტაშვილების კლანისგან!

“იქსნიუსის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამეფებული ე.წ სონღულაშვილ ლიპარტაშვილების კლანს ამხელს.

“სამი დღეა ვიკვლევ ,ვიწერ ,ვიმახსოვრებ და ჯერ ვერ დავამთავრე სონღულაშვილ ლიპარტაშვილების ქონებების აღწერა, უკანონო მშენებლობები გურჯაანში ,ტაბახმელა,თბილისი ,ბათუმი,იტალია ,კომპანიები , ,,ვერონა, ათასი ჭირი და უბედურება ტალახში ღორმა იცის რო ჭამს ,სადღაც ძღება და ამათი გაჩერება არ იქნა ,არცერთხელ არ მახსოვს ოპოზიციური არხები დაინტერესებულიყო მათი ქონებით ,რატო დაინტერესდებიან კარგად იკვებებიან მათგან ,იმდენი რამე ვიცი თქვენ რომ ვერც წარმოგიდგენიათ ჯერ! დათო სონღულაშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატია ,მისი მამიდაშვილი ლიპარტაშვილი ვანო მერაბიშვილის ძმაკაცი და პირწავარდნილი ნაცი ,ხოდა მომივიდოდა გუშინ მათთან კონფლიქტი აბა რა,თუ გგონიათ შემაჩერებთ და არ გამხელთ ძალიან ცდებით,თქვენ ხართ უსინდისო უტიფრები ,თან ისეთი თავხედები რომ ორი კვირის წინ დეპუტატ სონღულაშვილის რესტორან რებში გაუშალეთ პურმარილი უდელ ვანო მერაბიშვილს და შოთა უტიაშვილს! ახლა ვიწყებ მე ომს, აქამდე ჟურნალი იყო! ერთმა მოხუცებულმა ქალმა მითხრა გურჯაანში ,შვილო ამათი შიშით ხმა ვერ ამოგვიღია სულ სონღულაშვილებ ლიპარტაშვილები არიან შევარდნაძის დროიდან ,ნაცების დროს, ოცნების დროს და ასე მგონია ამათ ღმერთი ,,კრიშავსო,,აბა რით ვერ დამთავრდაა ამათი კლანიოო! ხოდა იმ უტიაშვილ რამაზის მადლი გფარავდეთ გურჯაანში ოცნების უმრავლესობის ლიდერად რო გყავთ ,ბოდიშიც ვერ მოახდევინეთ და კიდევ დიდგულობთ! ნაცების დრო თუ მოვიდა ნუკრი ლიპარტაშვილი იქნება დეპუტატი ნაცებიდან და დაკრიშავს ბიძაშვილს ,ახლა ბიძაშვილი ყავს ოცნებაში და მფარველობს მამიდაშვილს ,აწყობილი აქვთ ცხოვრება! ერთ გოჯ მიწას ვერ ნახავთ გურჯაანში, ყველაფერს სონღულაშვილ ლიპარტაშვილი რომ არ ერქვას1 გეყოფათ ,როგორც დევი აზის წყალს ისე აზიან ესენი იქაურობას ,გაათავისუფლეთ გურჯაანი ამ კლანისგან ,ცოდოა ხალხი , ცოდო! გახარიას ყვარებია განსაკუთრებით სონღულაშვილ ლიპარტაშვილების ტბაზ,ე შაბათ კვირას ,,გულიანკები,,. წერს ნინო ჯღარკავა. “ძალა ხალხშიას” მონაცემებით სონღულაშვილის ქონება ასე გამოიყურება:

დავით სონღულაშვილი

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი
ამჟამად: გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი

პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და მისი ოჯახი (მეუღლე – ქეთევან მაღულარია, მამა – ბიძინა სონღულაშვილი და ძმა – იოსებ სონღულაშვილი) აქტიურად არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან 27 კომპანიასთან:
კომპანია

დავით სონღულაშვილის და მისი ოჯახის წევრების წილები

დამატებითი ინფორმაცია

შპს „გამსახურდიას 5“

16% – დავით სონღულაშვილი,

17% და პრეზიდენტი – იოსებ სონღულაშვილი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, დავით სონღულაშვილს ამ 8 კომპანიაში მისი წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. 5 კომპანიის შემთხვევაში, დეკლარაციაში წილის გადაცემა მითითებულია, თუმცა რეესტრში ეს არ არის ასახული.

შპს „გამსახურდიას 5“-მა 2016 წელს 1 მცირე (935₾) გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

შპს „ედრესმა“ 2012-2018 წლებში 23 მცირე (5,053₾) გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

შპს „ედრესი“

59% – დავით სონღულაშვილი,

დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი

შპს „პროგრესი“

50% – დავით სონღულაშვილი

შპს „ბელეზა“

100% – დავით სონღულაშვილი

დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი

შპს „თიეიჩ ჯორჯია“

49% – დავით სონღულაშვილი

შპს „ინტერგაზი“

30% – დავით სონღულაშვილი

შპს „დრაი ქლინინგ ჯორჯია“

16.67% – დავით სონღულაშვილი

შპს „რთველი-2002“

34% – დავით სონღულაშვილი

შპს „სონნეთ ქონსთრაქშენ“

პრეზიდენტი – ბიძინა სონღულაშვილი

72% და დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი

კომპანია ფლობს შპს „ვახუშტი ბაგრატიონის 1“-ის 100%-ს (რომლის დირექტორი ასევე არის იოსებ სონღულაშვილი)

შპს „ირანულ-ქართული აგრო საწარმო“

დირექტორი – ბიძინა სონღულაშვილი

შპს „ეი-ჯი-სი-სი“

49% და დირექტორი – ბიძინა სონღულაშვილი

შპს „ჯეოპროგრეს გრუპ“

50% – ბიძინა სონღულაშვილი

კომპანია ფლობს შპს „ვანილი-მ“-ის 100%-ს და შპს „ჯორჯია გლობალ ინვესტის“ 40%-ს.

შპს „კოლაგი“

68% – ბიძინა სონღულაშვილი

შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“

17% – ბიძინა სონღულაშვილი

შპს „გურჯაანი+“

75% – ბიძინა სონღულაშვილი

25% – იოსებ სონღულაშვილი

კომპანიამ 2012-2020 წლებში 52 მცირე გამარტივებული შესყიდვა (64,499₾) მიიღო.

შპს „ალალი 2007“

5.5% – ბიძინა სონღულაშვილი

შპს „ჯეო თრეჟარ“

100% და დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი

ფლობს შპს „პერლიტინვესტის“ 100%-ს

შპს „ფორფიტ“

100% და დირექტორი – იოსებ სონღულაშვილი

შპს „საბი“

50% – იოსებ სონღულაშვილი

შპს „ტბა2012“

45% – იოსებ სონღულაშვილი

შპს „ბეიბი ზუმი“

100% და დირექტორი – ქეთევან მაღულარია

შპს „კადო“

50% და დირექტორი – ქეთევან მაღულარია

არ არის ნახსენები დეკლარაციაში

შპს „სი ემ სი ჯგუფი“

33% – ქეთევან მაღულარია

დავით სონღულაშვილს არასრულად აქვს მითითებული მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობა 2020 წლის დეკლარაციაში, სადაც არ არის ნახსენები შპს „კადო“ და შპს „სი ემ სი ჯგუფი“. დეკლარაციაში მას ასევე არასწორად აქვს მითითებული მისი წილის ოდენობა შპს „თიეიჩ ჯორჯიაში“ (33% ნაცვლად 49%-სა). გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრმა 5 კომპანიაში მის საკუთრებაში არსებული წილი სამართავად სხვა პირს გადასცა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის ასახული საჯარო რეესტრში. გარდა ამ 5 კომპანიისა, დავით სონღულაშვილს საკუთარი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია შემდეგ კომპანიებში: შპს „ინტერგაზი,“ შპს „პროგრესი“ და შპს „თიეიჩ ჯორჯია,“ რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არაპირდაპირ მიღებული აქვს 10,000,000 ₾-ის დაფინანსება. ინვესტიცია გულისხმობს კერამიკული ნაწარმის წარმოებას. სახელმწიფო დაფინანსება ოფიციალურად მიღებული აქვს მსგავსი სახელის მქონე კომპანიას – შპს „კერამიკა ელ ტორენტე“, რომელიც 2019 წელს შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს შეერწყა. თუმცა, დაფინანსების უშუალოდ მიმღები კომპანიის 17%-ს შერწყმამდეც ფლობდა დავით სონღულაშვილის მამა – ბიძინა სონღულაშვილი.

შპს „სონნეთ ქონსთრაქშენს“ სახელმწიფოს უძრავი ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2013 წლის ბოლოს კომპანიამ ელექტრონული აუქციონის პროცედურით 410,000 ლარად სახელმწიფოსგან შეიძინა თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1/4-ში მდებარე 1,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. კომპანიამ აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. პრივატიზაციის საინვესტიციო პირობა გულისხმობდა საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სხვა ადგილას გადატანა.

დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. ჯამში 2016-18 წლებში მათ მმართველ პარტიას 340,000 ₾ შესწირეს. საინტერესოა, რომ შპს „გამსახურდიას 5-მა,“ იოსებ სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა ქართულ ოცნებას 2016 წელს თანხა ერთსადაიმავე დღეს – 4 ოქტომბერს შესწირეს.

სახელი გვარი

შეწირული თანხა

მიმღები პოლიტიკური პარტია

თარიღი

კავშირი მაჟორიტარობის კანდიდატთან

შპს „გამსახურდიას 5“

120,000₾

04.10.2016

16% – დავით სონღულაშვილი

17% და პრეზიდენტი – იოსებ სონღულაშვილი

იოსებ სონღულაშვილი

40,000₾

ქართული ოცნება

13.09.2017

დავით სონღულაშვილის ძმა

60,000₾

ქართული ოცნება

04.10.2016

ბიძინა სონღულაშვილი

50,000₾

ქართული ოცნება

24.10.2016

დავით სონღულაშვილის მამა

ნუკრი ლიპარტაშვილი

60,000₾

ქართული ოცნება

04.10.2016

შპს „გამსახურდიას 5“

ვასილი ბაბლუანი

10,000₾

სალომე ზურაბიშვილი

03.12.2018

შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“

სულ

340,000₾

პირადად დავით სონღულაშვილმა 2012 წელს 7,000₾ შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეს სონღულაშვილის ქონების არასრული ჩამონათვალი გახლავთ. “იქსნიუსი” შემდგომშიც გააგრძელებს “მინი ოლიგარქების” მხილებას.

https://www.facebook.com/DedaEnistvis/photos/basw.Abpc1NgCYAa5TWVFWgiwotKcKjFhgjVAxyKCtG-4IMsKytdDIlS-zgf-tfRLBTuU5x-i5xMtf4EHM3XAUQTS-JBRXBn9eRcNPyNr1j9U5ZKlXiAHOCNUlT8p6Svg4TLzWJjoYKzd9SOo5LJlvn2rLZ4xoFqHTO3AqFM8_jTPJDvorlwMKbsQHBp2Pjp_mQyPPlmu_M1frhtJ3hZQ0m2YuqvsO3LO_jqqhEcQPqapEOzz5fEo6ZTkHnHgvQobc27ZkoY_8iNkUALoiSq1-2alIVpDCkcmN_0RWGFm6VQC3qo_vBsQFp8RegTqoZV5yd9aeNjdjKk5oH3iLBFLup3j8dnfSqrjFyLMjcE9s5FibEIQSAmngx9fJQB8KKuHbHQZSK8/3338084622924741/?opaqueCursor=AbpidY50GWmRs-cUUlb8QoiIzOkYw6aBkY8g8U4y4FdpoArdl2pGQ4LZmL8EOw-p5XlOAWJoNPao5rPf8Ofja9dEVoNii2wqpTAEcww79HAdaiU3cvKRkrq4AjJdZgeAmZz0j0C71Fjx209shz6b-gFBVLE8cfeXgDLr9uXGlhHOZkIh7lEmt69QFtejfglHLbLQObcJ-sRRFpHEyza0mfSKVE3b_yXlgjrT_6HWRrw95ZQhWSCtFgHxWNE_JdGlxHvmz5GFbqc8JOs8SpyK38LZqEIOtHASMMtKfLAVcE1iD05BXQEkLcHUsW4ahReqbWTZfvsQzdc3Iw77f77QQbbaaVs2exGVPX39XQPUtidUkRpCkYQaQfUlF5-6WSqNv2yqH3agjRzPcNF4wC2Al3tnEWsiijycIoLNHlLnikN3ljjxwu-zvRe5eCUuPQemv2EnuT0SWjBLqMcZ6VjvgTwy0ybdi3Nv7A135DadVD4pu-Nn4jpT2Yp-u7K_7rSJJ2XHU2kl9PP3Sv1dD3nQhXiEzGBAqGKeqrU2iM5l39IJg8MSy4cKMewBomeC7MYurlATx0sNAu_DRR1aCA3Skg_IvJRCfKEePdTvj97TXviESychP9CZobEkSiqvXaX4wKE

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება