fbpx

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ნაციონალურმა მოძრაობამ პროვოკაცია მოაწყო

„ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან ხმაური იყო. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად, შტაბთან მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების პროვოცირებას. მომხდარის შესახებ „იმედინიუსს“ მმართველი პარტიის რეგიონალური კოორდინატორი, აბელ აბესაძე ესაუბრა, რომელიც ფაქტს თავად შეესწრო.

„ბოლო დღეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა” გამალებით ცდილობს „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ პროვოკაციის მოწყობას, რისი მაგალითიც დღეს კასპში ვიხილეთ. ეს არის მათი პარტიის თავმჯდომარის, კრიმინალი და პროვოკატორი მელიას დავალება, რომ შეურაცხყოფითა და ხმაურით მოგვივარდნენ ოფისებში და ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სცადონ, რაც არ გამოუვათ. ფაქტია, კასპში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი არა საარჩევნო კამპანიით, არამედ არეულობის შექმნით, პროვოკაციების მოწყობითაა დაკავებული, რადგანაც კარგად იცის, რომ არჩევნებში პირწმინდად დამარცხდება და პარტიის ლიდერის ბინძური დავალებების შესრულების მეტი არაფერი დარჩენია“, – აღნიშნავს აბელ აბესა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია