fbpx

ფინელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ფინეთში საქართველოს
საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს ფინეთის პოპულარული
მედია საშუალებების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პრეს-ტურის ფარგლებში სამოგზაურო ჟურნალის Matka-ს, Alma Media-ს, Otava
Media-ს და სხვა გამოცემების ჟურნალისტები თბილისს, სიღნაღს, ყვარელს,
ალავერდს, წინანდალს, მცხეთას, ანანურსა და სტეფანწმინდას ესტუმრნენ. პრეს-
ტურის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინის,
სამზარეულოს, ბუნებისა და კურორტების შესახებ სტატიები მომზადდება.
პრეს-ტურის მიზანია ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ტურისტული
ნაკადების მოზიდვა საქართველოში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება