fbpx

უკ­რა­ი­ნი­დან თუ მი­ვი­ღებთ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე პა­სუხს და უკან წა­ღე­ბულ ერთ სი­ტყვას მა­ინც, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მზად არის, დე­ლე­გა­ცი­ას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში-მამუკა მდინარაძე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა მზა­დაა, მათი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­დეს – უკ­რა­ი­ნი­დან თუ მი­ვი­ღებთ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე პა­სუხს და უკან წა­ღე­ბულ ერთ სი­ტყვას მა­ინც, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მზად არის, დე­ლე­გა­ცი­ას ჩა­უდ­გეს სა­თა­ვე­ში, – ამის შე­სა­ხებ ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ამ სა­კი­თხზე ვიმ­სჯე­ლეთ. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა მზა­დაა, დღეს­ვე, ხვალ­ვე ან როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და პრო­ტო­კო­ლუ­რად შე­თან­ხმდე­ბა ეს სა­კი­თხი და ფი­ზი­კუ­რად და­ლაგ­დე­ბა წას­ვლის სა­კი­თხზე, უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი წა­ვი­დეს უკ­რა­ი­ნა­ში და კი­დევ ერთხელ და­მა­ტე­ბით გა­მოთ­ქვას სამ­ძი­მა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ვი­ზიტს, ეს და­მა­ტე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის მა­ტა­რე­ბე­ლია და მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რილ­ში, რო­მელ­შიც მო­ტა­ნილ არ­ცერთ სა­კი­თხთან, კი­თხვას­თან თუ მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. ასე­ვე დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია პა­სუ­ხი ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რა­ტომ დაგ­ვაბ­რა­ლეს გა­და­უ­მოწ­მებ­ლად და უა­პე­ლა­ცი­ოდ, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რძეს­თან და ყველ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას­თან, რა­ტომ დაგ­ვაბ­რა­ლეს ისე­თი ამო­რა­ლუ­რი რამ, რა­საც ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­და ჰქვია, რა­ტომ გა­იწ­ვი­ეს ელჩი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა უპ­რე­ცე­დენ­ტოა, დღეს ვნა­ხეთ ახა­ლი ამ­ბა­ვი, რომ უკ­რა­ი­ნის ფოს­ტის გავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ოდე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა არა­ვის გა­უ­წე­ვია, მაგ­რამ ეს პი­რო­ბი­თად მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან თე­მად ჩავ­თვა­ლოთ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო, შეძ­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მის ზღვარ­ზე უწევს მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნას და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რა­ტომ გან­ხორ­ცი­ელ­და ის დე­მარ­ში, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და, პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ვი­ზი­ტი. მას არ აქვს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა“,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება