fbpx

უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება პლებისციტზე ვიფიქროთ-ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერისნინო ბყრჯანაძის   განცხადებით, პლებისციტის ჩატარებაზე ფიქრი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვმსჯელობდით. ამ იდეას აქვს არსებობის უფლება, ამ იდეასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი თავის დროზეც გამოვთქვი. მთავარი მიზანი ნამდვილად არის და დარჩება ვადამდელი არჩევნები, თუმცა ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. მე ვიხრები იმისკენ, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ეს სააკაშვილის პოზიციამდე რამდენიმე თვით ადრე ვთქვი. პრინციპში, ყველას იგივე პოზიცია აქვს, რომ მთავარი ამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ ძალიან გართულდა პროცესი, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება ვიფიქროთ პლებისციტთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პლებისციტი არ არის გამოსავალი. მე ვეკუთვნი პირველ კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ამაზე ვიფიქროთ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ერთგვარი კომპრომისი შესაძლოა, პლებისციტის ჩატარება იყოს.

„ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, შეიძლება კომპრომისით თავისუფლად წახვიდე ამაზე და თქვა, მოდით ჩავატაროთ ნორმალური პლებისციტი და თუ ხალხი იტყვის, რომ ახალი არჩევნები გვინდა, ახალ არჩევნებზე წავიდეთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება