fbpx

„საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება“ – იენს სტოლტენბერგი

“საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება”, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები. ჩემი მთავარი მესიჯია ამ ქვეყნებისთვის, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში აქტიურად ვეხმარებით“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება