fbpx

უკაცრავად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ბილეთი თუ ომში ყოფნაა, ევროკავშირის კანდიდატის ასეთი სტატუსი საზოგადოებას არ სჭირდება

უკაცრავად და თუ ომში ყოფნა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ბილეთია, ასეთი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საზოგადოებას არ სჭირდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გვიდიანმა დეპოლარიზაციის თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფრაზა „დეპოლარიზაცია“ არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, ისევე როგორც „დეოლიგარქიზაცია და სხვა პუნქტები“.

„დეპოლარიზაცია ეს ისეთი პუნქტია, რომელიც სუბიექტური შეფასების საგანია. სხვათა შორის, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით განცხადება ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, რომ პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესია. და რას ნიშნავს დეპოლარიზაცია? ეს არც განმარტებული არ არის. სადმე დაწერილი არ არის, რომ ვთქვათ, ამ ნიშნულამდე თუ მიხვალ, დეპოლარიზაცია განხორციელებულია. ეს ასე განმარტებული არ არის. შესაბამისად, ფრაზა „დეპოლარიზაცია“ არ შეიცავს არანაირ კონკრეტიკას, ისევე როგორც დეოლიგარქიზაცია და სხვა პუნქტები, მაგრამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მე რამდენიმე კითხვა მაქვს, რომელზე პასუხსაც ვერ ვპოულობ და თუ ვინმე ამაში დამეხმარება, ძალიან მადლობელი ვიქნები. თუ დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა თუ სხვადასხვა პუნქტი, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირმა თანაბრად დაუწესა და ამის მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე მაინც დატოვა, ჩემთვის ამოუხსნელია, ასე რატომ მოხდა? ერთადერთ ლოგიკური დასაბუთებას წარმოადგენს ისევ ევროკავშირის წარმომადგენლების, კერძოდ, ევროკავშირის პრეზიდენტის, ქალბატონ ურსულას განცხადება, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო მხოლოდ იმის გამო, რომ უკრაინა ომშია. უკაცრავად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ბილეთი თუ ომში ყოფნაა, ევროკავშირის კანდიდატის ასეთი სტატუსი საზოგადოებას არ სჭირდება. ამ ქვეყანაში #1 პრიორიტეტი მშვიდობაა“, – განაცხადა გვიდიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება