fbpx

პირველი მიზეზი, რის გამოც ახლა საქართველო ისჯება ის არის, რომ მან უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე და კიდევ ერთი ფრონტის გახსნაზე

ევრო პარლამენტში, ზოგადად კოლექტიურ დასავლეთში, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ თუ კი რუსეთის ირგვლივ შექმნიან ბევრ ცხელ კერას მოხდება რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ალების გაფანტვა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

„საქართველომ რა დააშავა, არც ერთი მუხლი, რომელიც საქართველოს შესასრულებლად დაუდეს, რა იყო ასეთი უსინდისოდ უსამართლო ტექსტის, უსამართლო უარის საფუძველი. მაგალითად კორუფცია, უკრაინა იხრჩობა კორუფციაში, ჩვენთან ნამდვილად არ არის ასე. ეს იყო საბაბის შექმნა ამ ბრბოსთვის, რომ დაეწყოთ დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მათი წარმოდგენით ეს 6 თვე სავსებით საკმარისია, რომ ევროპარლამენტის საკმაოდ დიდი ჯგუფის, ძირითადად სახალხო პარტიის აქტივისტები არიან, უკიდურესად კორუმპირებული ადამიანია ბევრი მათგანი, ამათი დაკვეთით მოხდეს დესტაბილიზაცია, აიმღვრეს წყალი, თუ გადატრიალებით დამთავრდება დამთავრდება თუ არა და, რაც უფრო მღვრიეა წყალი უკეთესია მათთვის. პირველი მიზეზი, რის გამოც ახლა საქართველო ისჯება ის არის, რომ მან უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე და კიდევ ერთი ფრონტის გახსნაზე. ევრო პარლამენტში, ზოგადად კოლექტიურ დასავლეთში, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ თუ კი რუსეთის ირგვლივ შექმნიან ბევრ ცხელ კერას მოხდება რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური ალების გაფანტვა. ეს თეორიულად შეიძლება დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, მაგრამ სასაცილოა თუ შევხედავთ ჩვენ, რა ძალა შესწევს საქართველოს, რომ რაღაცნაირად რუსეთი სამხედრო რესურსები გაფანტოს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება