fbpx

ტრამპმა თავდაცვის ბიუჯეტს ვეტო დაადო

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს ვეტო დაადო. კონგრესში აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევას შეეცდებიან. ამის შესახებ aljazeera იუწყება. 

მანამდე თავდაცვის ბიუჯეტს კონგრესმა მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის ოდენობა 740 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ტრამპის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი მისი „ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ უსაფრთხოების პოლიტიკას“ ეწინააღმდეგება.

დონალდ ტრამპმა კანონპროექტს „რუსეთისთვის და ჩინეთისთვის საჩუქარი“ უწოდა. მისი უკმაყოფილება ასევე გამოიწვია კანონის მიხედვით ავღანეთიდან, სამხრეთ კორეიდან და გერმანიიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანის შეზღუდვა.

კანონპროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი– 2″- ის და „თურქული ნაკადის“ მშენებლობაში მონაწილე კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ასევე მასში შედის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება და სანქციები თურქეთის წინააღმდეგ რუსული საზენიტო კომპლექსის S-400-ის შეძენის გამო.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა ტრამპის ამ გადაწყვეტილებას „უგუნურობის აქტი“ უწოდა, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებს საფრთხეს უქმნის და შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ემუქრება. კონგრესის წარმომადგენელთა პალატა 28 დეკემბერს ტრამპის ვეტოს დაძლევას შეეცდება.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია