fbpx

მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული-კელი დეგნანი

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია იყოს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი.

მან ხელისუფლების ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული კამპანია არ იყო აგრესიული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და 9 ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული.

სხვების მსგავსად ჩვენს იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა სერიოზულმა დარღვევამ, ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული ან არ განიხილეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული.

„არ ვიტყოდი რომ მოლაპარაკება ჩიხშია, არ დაგეთანხმებით ამ ტერმინის გამოყენებაში. ვნახე, რომ იყო ნამდვილი სურვილი გამოსავლის მოსაძებნად პოზიციებს შორის განსხვავების მიუხედავად.

ჩემთვის იმედის მომცემია ის, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნის მქონე 9 პარტია ჯდება მაგიდასთან, ერთმანეთს უხსნის საკუთარ შეხედულებებს და ეძებს არჩევანს, რომელიც შეიძლება იყოს გზა წინსვლისთვის.

ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად და დარწმუნებული ვარ პარტიები ამას გააკეთებენ. პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – დასძინა კელი დეგნანმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

მისი თქმით, იმედის მომცემი იყო ისიც რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს საარჩევნო რეფორმის კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში, ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა.

„ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ხელისუფლებასა და მათ შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.

გაუზიარე!

Shares