fbpx

ტრა­კი შე­წიე, წელ­ში გა­ი­მარ­თე და წადი ვარ­დის­ფე­რე­ბი გა­მო­იც­ვა­ლე-თეა წულუკიანის ქმარი ნიკა მელიას პასუხობს

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­ჯდო­მა­რემ, ნიკა მე­ლი­ამ, ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ან­ზე ისა­უბ­რა. მე­ლი­ამ ის ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც წუ­ლუ­კი­ან­მა სე­ნა­კის თე­ატ­რში “მთა­ვა­რი არ­ხის” ჟურ­ნა­ლიტს მიკრო­ფო­ნი წა­არ­თვა და მი­ნის­ტრი 90-იანი წლე­ბის “საძ­მოს” წევრ ქალს შე­ა­და­რა.

“ქალ­ბა­ტო­ნი წუ­ლუ­კი­ა­ნი მახ­სე­ნებს იმ ქალ­ბა­ტო­ნებს, რომ­ლე­ბიც 90-იან წლებ­ში ძა­ლი­ან მძი­მე როლს ას­რუ­ლებ­დნენ ხოლ­მე საძ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში. მე მახ­სოვს, ძა­ლი­ან მძი­მე წლე­ბი იყო 90-ია­ნე­ბი და იყო სხვა­დას­ხვა საძ­მო­ე­ბი და საძ­მოს ჰყავ­და თა­ვი­სი ქალი წევ­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის მკად­რე­ბე­ლი იყო და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის შე­ტა­კე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იყო.

ამ შეგ­რძნე­ბებს მიღ­ვი­ვებს ეს ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში ძა­ლა­დობს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ რო­მე­ლი­მე ქუ­ჩის ტრო­ტუ­არ­ზე ჩა­მომ­ჯდა­რი იჯ­დეს ადა­მი­ა­ნი და ისე სჩა­დი­ო­დეს და­ნა­შა­ულს?! სე­ნა­კის თე­ატ­რში სა­ვარ­ძელ­ში იჯ­დე­ბი და ისე ჩა­ი­დენ და­ნა­შა­ულს თუ ლოტ­კინ­ზე სად­მე ღამე სჩა­დი­ხარ მძი­მე და­ნა­შა­ულს, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?!” – გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

პო­ლი­ტი­კო­სის შე­ფა­სე­ბას თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მე­უღ­ლემ ნუგო კა­კუ­ლი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა.

“ისიც მო­ყე­ვი, შენ­ნა­ირ კა­ცებს 90-ია­ნებ­ში რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ. ტრა­კი შე­წიე, წელ­ში გა­ი­მარ­თე და წადი ვარ­დის­ფე­რე­ბი გა­მო­იც­ვა­ლე…“ – წერს კა­კუ­ლია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება