fbpx

მშვიდობით, მეგობარო-ნავთობის და გაზის კორპორაცია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უდიდესი მწუხარებით იუწყება კომერციულ საკითხებში დირექტორის, თორნიკე გოცირიძის გარდაცვალების შესახებ. ​თორნიკე თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩართული იყო საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროს მართვასა და განვითარებაში. ის წლების მანძილზე მოღვაწეობდა ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილის და სახელმწიფო კომპანია საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობებზე. 2013 წლიდან თორნიკე შეუერთდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კოლექტივს. მას დიდი წვლილი მიუძღვის კორპორაციის წარმატებულ საქმიანობაში, მათ შორის ნავთობისა და გაზის სფეროში მოღვაწე ინვესტორებსა და კორპორაციის კომერციულ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერობების წარმართვაში. ​თორნიკემ თავი დაგვამახსოვრა როგორც თავისი საქმის გამორჩეულმა პროფესიონალმა და ამავდროულად, მაღალი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანმა, რომელიც თანამშრომლებისა და მეგობრების დამსახურებულ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა. ​კორპორაცია და მისი თითოეული თანამშრომელი უდიდესი გულისტკივილით შეხვდა ცნობას თორნიკეს გარდაცვალების შესახებ. ​გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის მეუღლესა და შვილებს. ​მშვიდობით, მეგობარო…

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება