fbpx

ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჩვენს პატრიარქზე და ეკლესიაზე-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი-გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი გადაცემები გავიდა, სადაც პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჩვენს პატრიარქზე და ეკლესიაზე, ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ტელევიზია ფინანსდება პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის არასახელმწიფოებრივი.„ეს არის თქვენი იდეოლოგიის ბრალი. თქვენი არა, ამ შემთხვევაში იმ ტელევიზიის, იმ დამფინანსებლების და იმ მთავარი იდეოლოგების, რომლებიც ამ ტელევიზიის უკან დგანან. თქვენი ტელევიზია ფინანსდება პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის ანტისახელმწიფოებრივი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია