fbpx

სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს ილუზიისა და თვითკმაყოფილების უფლება აქვს. 

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადია.

„მოკლე რეზიუმე, რომ გავაკეთოთ სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა და ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ეს თვითდამშვიდებისა და ილუზიის შექმნის საშუალებას არ გვაძლევს. არა, კორონავირუსული ინფექცია ტრიალებს, აქ არის, მაგრამ ის სრულად ქვეყანაში მართვადია.

იმიტომ რომ საწოლთადატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობა, სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა რაოდენობა, ამ ყველაფრის ჯამური რაოდენობით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 916 და გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება