fbpx

სპეცოპერაცია შიდა ქართლში

სპეცოპერაცია შიდა ქართლში – გამთენიისას სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, ქალაქ გორსა და მის მიმდებარე სოფლებში აიყვანეს. ჩატარდა ჩხრეკაც.

როგორც დაკავებულის მეუღლე ამბობს, მომხდარი, სავარაუდოდ, ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირს ეხება.

„დაახლოებით იყო გათენების ხანი, ალბათ 5 საათი ზუსტად არ მახსოვს. თქვეს, რომ პოლიციაა, ჩატარდა ჩხრეკა. ედავებიან ქურდული სამყაროს ტრადიციებთან ურთიერთობას. გვითხრეს, რომ კანონის თანახმად უნდა გაჩხრიკონ, გაჩხრიკეს ჩვეულებრივად და დააკავეს,” – აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

ამ წუთებში კი სპეცოპერაცია მიმდიანრეობს ხაშურშიც.

​სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია