ვერაზე დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” ხეჩინაშვილის კლინიკიდან დაუდასტურეს.
ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა – ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრაჯერ ესროლეს.
კლინიკაში გადაყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.