fbpx

სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული
ერთეულის სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
ინტენსიურად მიმდინარეობს.
გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფლის მისასვლელში,
სადაც 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყობა
სანიაღვრე არხები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 307 000
ლარამდე შეადგენს.
სოფელ შუახევში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მცხეთა-
მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის
მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და მოადგილე ოთარ ჩხეიძე.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების
განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება პრიორიტეტულ
საკითხებს შორისაა, ამიტომ, მსგავსი სახის სამუშაოები, სხვადასხვა
ლოკაციაზე მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება